აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოშია

25 ოქტ 2018

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოშია.  ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა. შეხვედრაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და საქართველო-აშშ-ის ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.    

დღესვე იგეგმება აუდიენცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. ჯონ ბოლტონი თბილისში კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ვიზიტებს მოიცავს.

აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი  პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება და  ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი  - ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებზეც იმსჯელეს.