აჭარის მაღალმთიანეთში გათოვდა

25 ოქტ 2018

ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვს. პირველი თოვლი მოვიდა თხილვანასა და ბაკოს სოფლებში. 

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა 2 სმ-ს მიაღწია. 

ხულოს მერიაში აცხადებენ რომ უამინდობას მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.  გადაადგილება ამ დროისთვის ყველა მიმართულებით შესაძლებელია.