ბათუმის მერია ნახევარ მილიონს 7 წლის წინ რეაბილიტირებულ შენობის ფასადის შესაცვლელად დახარჯავს

25 ოქტ 2018

ბათუმის მერია ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რუსთაველის ქუჩაზე 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის შესაცვლელად. ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ტენდერი გამოაცხადა. ცნობისთვის ამ შენობის ფასადს რეკონსტრუქცია, წინა ხელისუფლების დროს, 7 წლის წინ ჩაუტარდა. გამოცხადებულ ნახევარმილიონიან ტენდერთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საკრებულოს ოპოზიციაში, აცხადებენ რომ ქალაქში სხვა არაერთი ინფრატსრუქტურული საკითხია გადასაჭრელი და უმჯობესი იქნებოდა თანხა უფრო მნიშვნელოვანი პროექტისთვის დახარჯულიყო.