ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში ქუჩების ნაწილი დაიტბორა
26 ოქტ 2018
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში ქუჩების ნაწილი დაიტბორა.
მდინარე აჭყვას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სავაჭრო ჯიხურებში შევიდა. დაიტბორა ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.