პრეზიდენტი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

26 ოქტ 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, NDI-ის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი. საუბარი ხვალინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს, ასევე დემოკრატიის განვითარების ხარისხს შეეხო.

გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისათვის მადლობა გადაუხადა.