შეხვედრა საარჩევნო ოლქების კომისიებთან

26 ივლ 2016

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აჭარის მუნიციპალიტეტების საოლქო საარჩევნო კომისიებთან შეხვედრა გამართა. პარმენ ჯალაღონია ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს შეხვდა. ისაუბრეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის მოსამზადებელ ღონისძიებებზე. მსგავსი შეხვედრა ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება.