ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი იტალიაში გაემგზავრა

01 ნოე 2018

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი იტალიაში გაემგზავრა.  მუსიკალური ცენტრის კაპელა  იტალიის სხვადასხვა  ქალაქში  გამართავს კონცერტებს და  სპექტაკლებს.

 გასტროლი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც იტალიის ქალაქ პეზაროს საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიამ და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა წელს გააფორმეს.