აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე მრავალფუნქციური ტექნიკის გადაცემა დაიწყო

01 ნოე 2018

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე მრავალფუნქციური  ტექნიკის გადაცემა დაიწყო.  პროგრამის ფარგლებში  ადგილობრივები სათიბი მოტობლოკების შეძენას  30%იანი თანადაფინანსებით შეძლებენ. ტექნიკა  შუახევისა და ხულოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე  გადანაწილდება.  სულ  გათვალისწინებულია   214  ერთეული.