ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები შეაჯამეს

02 ნოე 2018

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები და შედეგები შეაჯამეს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში. თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით დასავლეთ საქართველოში 780 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა.

ტყის პერიმეტრებზე კი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდა.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ინფორმაციით,  წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, წინა წელთან შედარებით უფრო მასშტაბური იყო.