05 ნოე 2018
აჭარაში ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის ნებართვა 12 კომპანიაზე გასცა, ისინი სამუშაოებს ხელვაჩაურში, ქედასა და ქობულეთში ასრულებენ. ადგილობრივები კი კომპანიების მიერ მიყენებულ ზიანზე ლაპარაკობენ, კონკრეტულად ისინი მძიმეწონიანი ავტომობილებისთვის უსაფრთხოების მიზნით,საბარგულიდან ქვის ლოდების გადმოცვენის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟებას ითხოვენ. არსებულ პრობლემაზე საგზაო დეპარტამენტშიც საუბრობენ, უწყებამ 400 ათასი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ კომპანიების მიერ დაზიანებული გზები აღედგინა.