1 აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დასჯადი ხდება

05 ნოე 2018

მომავალი წლის 1-ლი აპრილიდან ძალაში შევა ნორმა, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა, ჯარიმით ან თავისუფლების ერთ- წლამდე აღკვეთით დაისჯება.იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ეკა ბესელიას განცხადებით, აპრილამდე, სრულად მომზადდება და მოწესრიგდება მძღოლების შემოწმების წესი და მოქალაქეთა ინფორმირებულობის მეთოდები.