სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმა

14 აპრ 2016

ქობულეთის სივრცითი მოწყობის დოკუმენტსა და მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი რამდენიმე ზონად დაიყო. შემუშავდა ზონირების რუკები და სამომავლო განვითარების მიმართულებები. დოკუმენტს გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს გამოიყენებს.