კარლ ჰარცელი - ევროკავშირი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება გამყოფი ხაზის აღმართვას

06 ნოე 2018

ევროკავშირი 100 პროცენტით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება გამყოფი ხაზის აღმართვას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით ევროკავშირის მისია ადგილზევე შეისწავლის საკითხს.