საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი იწყება

07 ნოე 2018

იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს  საფრანგეთის განვითარების სააგენტო და „ექსპერტიზ ფრანსი“ იწყებენ.  პროექტი საპენსიო სააგენტოს სხვადასხვა საკითხებში გაუწევს დახმარებას: სააგენტოს საორგანიზაციო საკითხები ,  პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა საინფორმაციო სისტემების, რისკების მართვის, საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებში.