პარლამენტში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ

08 ნოე 2018

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დღეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ინიციატივა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კვლავ შსს-ს შემადგენლობაში დაბრუნდეს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, ეს მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში დაიგეგმა. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბიუჯეტში არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს.