არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებული სასამართლოს წინაშე წარსდგება

09 ნოე 2018

12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროვების გამო დაკავებული  55 წლამდე კაცის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება. გამოძიება 141-ე არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვნის  სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა, ფაქტს თანაკლასელები და უცხო პირები შეესწრნენ.  გოგონას დედა ამბობს, რომ დაკავებულმა მის შვილზე მეორედ იძალადა.