საქართველოს პრეზიდენტი მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო

11 ნოე 2018

პარიზში,  მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი,პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც  საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით იმართება.

ღონისძიებას 100-მდე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. მსოფლიო ლიდერები მშვიდობის ფორუმზე ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო იმსჯელებენ.  განიხილავენ: მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან, განვითარებასთან, ციფრულ და ახალ ტექნოლოგიებთან, ასევე ინკლუზიურ  ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.