ქედის მოსახლეობა პარკინგისთვის ტერიტორიის მოწყობას ითხოვს

11 ნოე 2018

ქედის მოსახლეობა პარკინგისთვის ტერიტორიის მოწყობას ითხოვს. მათი ინფორმაციით, პეტიციას რეაგირება, რომელიც ორი წლის თვიმმართველობაში შეიტანეს, ამ დრომდე არ მოჰყოლია.

დოკუმენტს  ხელს 200-ზე მეტი ადგილობრივი აწერს.  მერიაში  განმარტავენ, რომ საპარკინგე ტერიტორია მდინარე აჭარისწყლის მიმდებარედ გამოიყოფა, სადაც  უკვე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. სამუშაოების მეორე ეტაპისთვის კი  როგორც მერიაში გვითხრეს პროექტი მზადდება.