მეწყერი სოფელ წინსვლაში

12 ნოე 2018

სოფელ წინსვლაში ლაბაძეების საცხოვრებელ სახლს მეწყერმა საძირკველი გამოაცალა, რის გამოც ოჯახმა საცხოვრებელი დატოვა. მათი ინფორმაციით, სტიქიას ისინი  ბოლო ათი წელია ებრძვიან.  თვითმმართველობამ  მიწის მასის შესაჩერებლად 1 კვირის წინ საცხოვრებლის ეზოში ფედსამაგრი სამუშაოები დაიწყო.

მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები იქ განვითარებული სტიქიის გამო ამ დროისთვის შეჩერდა და გეოლოგების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი ლაბაძეების საცხოვრებელთან კედელს გაამაგრებენ თუ 5 წევრიან ოჯახს სხვა სახის დახმარებას გაუწევენ. მანამდე კი მერია ოჯახს ქირით უსაფრთხო ადგილას გაიყვანს.