აჭარაში 300-მდე თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელია

13 ნოე 2018

დაბინძურებული გარემო და უკანონო ნაგავსაყრელების პრობლემა აჭარაში. რეგიონში 300-მდე თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩელტას მოსახლეობა აცხადებს, რომ დაბინძურების პრობლემა წლებია რაც არსებობს, ნარჩენების გაწმენდა ხშირად არ ხდება.

 მოსახლეობა ნაგავს მდინარეში ყრის, რაც გარემოს აბინძურებს, თუმცა ამის გამო არავის არ აჯარიმებენ.