აჭარაში არსებული კერძო და საჯარო სკოლების 179 მოსწავლე ერთმანეთს სახვით ხელოვნებაში ეჯიბრება

16 ნოე 2018

აჭარაში არსებული კერძო და საჯარო სკოლების  179 მოსწავლე ერთმანეთს სახვით ხელოვნებაში ეჯიბრება.  კონკურსებისა და ოლიმპიადის ქვე პროგრამით, მოეწყო ლიტერატურული მარათონი და  საგნობრივი ოლიმპიადებიც.

პროექტს აჭარის განათლების , კულტურის და სპორტის სამინისტრო  2011 წლიდან ახორციელებს. გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს,პირველ, მეორე, და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები სიგელებსა და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.