სახანძრო სამაშველო სამსახურს 30 ახალი სახანძრო მანქანა ეყოლება

18 ნოე 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30 ახალი სახანძრო მანქანის შეძენას გეგმავს. მათ შორის ერთი მაღალი შესაძლებლობის სახანძრო მანქანა ბათუმისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, სამაშველო სამსახური  5 დეკემბრიდან  მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

მოხალისეებს შრომის ანაზღაურება არ ექნებათ, თუმცა მათ ექნებათ სოციალური გარანტიები.   მოხალისეების გადამზადებას, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს.