ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი

18 ნოე 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულთა მორიგ სასამართლო პროცესზე, პროკურატურამ მინდია ლავასოღლის და კიდევ სამი ბრალდებულის წინააღმდეგ, მტკიცებულების სახით ფარული სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნა

. აუდიოფაილზე, სავარაუდოდ, ლავასოღლი დაუდგენელ პირებს ესაუბრება. ოთხი ბრალდებულიდან სხდომას მხოლოდ ერთი შოთა კეკელიძე ესწრებოდა, ადვოკატის განცხადებით, სატელეფონო საუბრებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის ლავასოღლისთან კავშირი არ მტკიცდება.