19 ნოე 2018
წინასაარჩევნო გარემოზე და დარღვევებზე ისაუბრეს ევროპული საქართველოს ხულოს რაიონულ ორგანიზაციაში. შეხვედრას გიგი უგულავა და ბათუმისა და ხულოს ორგანიზაციებიდან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ესწრებოდნენ.
გიგი უგულავას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ყველაზე დიდი საფრთხე ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.