სარფში 21 970 კილოგრამი ყაყაჩოს თესლი აღმოაჩინეს

19 ნოე 2018

მებაჟე ოფიცრებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში 21 970 კილოგრამი ყაყაჩოს თესლი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  ნარკოტიკული ნივთიერების „მორფინი-კოდენის“ შემცველი, ყაყაჩოს თესლი დოკუმენტების კამერალური შემოწმებისას იპოვეს. 

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

შემთხვევა 17 ნოემბერს მოხდა.