უშიშროების საბჭოს გაუქმება - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

20 ნოე 2018

საქართვლოს პრეზიდენტი გამოთქვამს წუხილს, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.  

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი მოწოდებისა, მთავრობამ არ შექმნა ისეთი სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.