პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

21 ნოე 2018

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო.  28  ნოემბრის  არჩევნების მეორე  ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს  ცესკოს წევრებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 2 და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 12  წარმომადგენელი  დააკვირდება.  საერთო ჯამში თბილისის 6 სტამბაში 3 ათას 705 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 მილიონ 278 ათას 450 ბიულეტენი.  ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.