ქობულეთის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

21 ნოე 2018

დღეს, ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე  სხდომის ერთადერთი საკითხი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო.  29 მილიონ   852 ათას  900 ლარითაა მუნისიპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი განსაზღვრული.

საჯარო განხილვის შემდეგ შენიშვნები დააფიქსირეს საკრებულოს წევრებმა, ოპოზიცია პრიორიტეტების არასწორ განაწილებაზე საუბრობს, მერიაში კი მიღებული შენიშვნების განხილვის და გათვალისწინების  პირობას დებენ. ბიუჯეტის განხილვას წინ პოლიტიკური განცხადებები და დაპირისპირება უძღვოდა.