პარლამენტთან თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია იწყება

24 ნოე 2018

პარლამენტთან თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია იწყება. სპეცოპერაციისას მოკლულ ახალგაზრდა დღეს 20 წელი შეუსრულდებოდა. „ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისა და მათი მომავლისთვის“-ეს შვილმოკლული მამების მთავარი გზავნილია.

პარალელურად დედაქალაქში კიდევ ერთი აქცია იწყება-„არა ნაციზმს“. ნინო ხოზრევანიძე ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში.