25 ნოემბერს თემირლანი 20 წლის გახდებოდა - აქცია პარლამენტთან

24 ნოე 2018

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების აქცია გაიმართა.

რუსთაველზე შეკრებილებმა პატივი მიაგეს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნას, რომელსაც დღეს 20 წელი შეუსრულდებოდა.