განახლებული თეატრი მაყურებელს რამდენიმე თვეში მიიღებს

24 ნოე 2018

დაანონსებულზე  ადრე ბათუმის დრამატული თეატრის განახლებული შენობა დღეს გაიხსნა. დასი კი რეპეტიციებს ერთ კვირაში დაიწყებს.  პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სამშენებლო კომპანიებმა სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულეს.  

თეატრის გახსნის ღონისძიება შეხვედრის ფორმატში ჩატარდა და მედიისთვის დახურული იყო. ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის შენობის ფასადს ავთენტური სახე დაუბრუნდა.