შეხვედრა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წევრებთან

25 ნოე 2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

მათ, ასევე, ისაუბრეს აღნიშნული გამოძიებების ფარგლებში იმ ბრალდებულების შესახებ, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო.