სალომე ზურაბიშვილს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია

27 ნოე 2018

ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა მივიდეს ქართული ოცნების შტაბში. ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება მას არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ამომრჩევლების ხმების უმრავლესობა მიიღო.

ეგზიტპოლის შედეგები ქართული ოფისის შტაბში ბიძინა ივანიშვილმა შეაფასა და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.