შუახევში ხმების დათვლა დაასრულეს - სალომე ზურაბიშვილმა 58,83% მიიღო

27 ნოე 2018

შუახევში ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილმა კანდიდატმა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 58,83% მიიღო. მას მხარდაჭერა 5 476 მოქალაქემ გამოუცხადა. 

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ხმა საერთო ჯამში,  3832 ამომრჩეველმა მისცა, რაც 41,17%-ს შეადგენს. ბათილად კი 105 ბიულეტენი ჩაითვალა. 

შუახევში 49 უბანზე ხმები დაახლოებით 2 საათში დაითვალეს. 

არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა შუახევში 47.06% აიღო.