ქედაში 22 უბნის მონაცემები დაითვალეს - სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

27 ნოე 2018

ქედის საარჩევნო ოლქში უბნებიდან მონაცემები ამ წუთებშიც შედის. 22 უბანზე დათვლილი ოქმების მიხედვით, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ლიდერობს. ოლქში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაახლოებით 63% მიიღო. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს კი 37% აქვს. 

დასათვლელია კიდევ 11 უბნის მონაცემი. 

ქედაში 15 768 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა, აჭარაში მხოლოდ ქედაში გადალახა 50% ბარიერი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ყველაზე აქტიურები მეორე ტურში ქედელები იყვნენ. ხმის მისაცემად უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 72,72% მივიდა, რაც 11 418 ადამიანია.