საჩივრები განიხილეს ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში

29 ნოე 2018

საჩივრების განხილვა დასრულდა ქობულეთის ოლქში. არასამთავრობო ორგანიზაციის 4 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ დაწერილი საჩივრები კი კომისიამ საერთოდ არ განიხილა.

რაც შეხება დაკმაყოფილებულ საჩივრებს, რამდენიმე შემთხვევაში თავმჯდომარეებს მისცეს შენიშვნა, ასევე კომისიის იმ წევრებს, რომლებმაც წილისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა.