ირაკლი კობახიძე - „დაუმორჩილებლობის იდეას პერსპექტივა არ აქვს“

30 ნოე 2018

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით დაუმორჩილებლობის იდეას პერსპექტივა არ აქვს და ხელისუფლება პასუხისმგებელია სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს რადიკალურს და რეალობას აცდენილს უწოდებს.

მისი თქმით არჩევნები იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ნდობა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“.