ტუბერკულოზის ელიმინაცია

30 ნოე 2018

ბოლო წლებში საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენციაა. თუმცა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის ქვეყნების მონაცემებს. 2017 წელს, საქართველოში 2 ათას 131 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება რეზისტენტული, მათ შორის ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზი. სექტემბერში ნიუ-იორკში გაეროს ტუბერკულოზისადმი მიძღვნილი  ასამბლეაზე მიიღეს დეკლარაცია, რომლის თანახმადაც 2030 წლისთვი მსოფლიოში, ტუბერკულოზის ელიმინაცია უნდა მოხდეს.