დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით

01 დეკ 2018

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა პოლიციამ. დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით  ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.