სალომე ზურაბიშვილი დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება

02 დეკ 2018

დღეს  საქართველოს მოქმედი და  ახლადარჩეული პრეზიდენტები შეხვდებიან ერთმანეთს. სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში  16:00 საათზე გაიმართება.

როგორც ლაშა ჟვანია აცხადებს, რომელიც   სავარაუდოდ არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, საუბარი შეეხება როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.