ე.წ. ყალბი პირადობის მოწმობების საქმე

02 დეკ 2018

ე.წ. ყალბი პირადობის მოწმობების საქმეზე პროკურატურაში კახა ასკურავა დაიკითხა. ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა, “ნაციონალური მოძრაობიდან“ საგამოძიებო უწყებაში მტკიცებულების სახით ის პირადობის მოწმობები მიიტანა, რომელიც მისი თქმით, „ლანჩხუთში ერთ-ერთ სარდაფში აღმოაჩინა და რომელსაც არჩევნების გაყალბებისთვის იყენებდა ხელისუფლება“, მისი თქმით, გამოძიებას მან ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რასაც ფლობს. კახა ასკურავასთან ერთად მთავარ პროკურატურაში მისი ადვოკატიც იმყოფებოდა.