შეხვედრა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

02 დეკ 2018

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შიდსის, ტუბერკულოზის  და ცე-ჰეპატიტის პრევენციისა და მკურნალობის გზებზე ისაუბრეს. აღმოჩნდა რომ აჭარაში დაავადებების რიცხვი კვლავ მზარდია.

რისკის ქვეშ მყოფი ინფიცირებული ადამიანების სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვის აქტივობა კი დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ არსებული სოციალური პროგრამებით გამოკვლევა და მკურნალობა უფასოა.