დღეს გაირკვევა მოხვდება თუ არა ''ოქროს გლობუსის'' ნომინანტებს შორის ზაზა ხალვაშის ''ნამე''

05 დეკ 2018, 20:00

0
გაზიარება:

დღეს გაირკვევა მოხვდება თუ არა ოქროს გლობუსის ნომინანტებს შორის  ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“.  ფილმი კონკურენციას მსოფლიოს 90-მდე  რეჟისორის ნამუშევარს გაუწევს.

ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოების ცერემონია 6 იანვარს გაიმართება. წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ კინომოვლენას, ტრადიციულად, ბევერლი ჰილტონი უმასპინძლებს. დაჯილდოების ცერემონია ენბისის  ეთერში გადაიცემა.

„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში „ნამეს“ პირველი ოფიციალური ჩვენება ლოს ანჯელესში 7 ნოემბერს გაიმართა.  ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, საერთაშორისო ბაიერები, კინოს სფეროს წარმომადგენლები და ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები ესწრებოდნენ.  

„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს  საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.