აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის ჩასწორებული პროექტი დღეს უმაღლეს საბჭოს დაუბრუნდება

05 დეკ 2018

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის  პროექტის  კორექტირებულ ვარიანტს  რეგიონის  მთავრობა  უმაღლეს  საბჭოს  დღეს გადაუგზავნის.  ამჯერად მთავრობა უმაღლეს საბჭოს 10 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტის  ვარიანტს წარუდგენს.  დეპუტატებს  2019  წლის  მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტზე 25 შენიშვნა-რეკომენდაცია ჰქონდათ.