სკოლები სპორტული დარბაზების გარეშე

06 დეკ 2018

ხულოს სკოლებში, ზამთრის პერიოდში სპორტული აქტივობები თითქმის ვერ ტარდება. პრობლემას დარბაზების არარსებობა ქმნის. ხულოს 49 სკოლიდან 26-ს სპორტის გაკვეთილებისთვის დარბაზი საერთოდ არ აქვს.

მოზარდები ძირითადად კლასებში,  სპორტის სამაგიდო თამაშებით არიან დაკავებული.

ცნობისთვის, წელს ქვეყნის პრემიერმა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ამ მიმართულებით ხელშეწყობა მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა.