ფიროსმანის და შარტავას ქუჩის აბონენტებს 8 საათით წყლის მიწოდება შეუწყდებათ

09 დეკ 2018

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით,   00:00 საათიდან 08:00 საათამდე ფიროსმანისა და შარტავას ქუჩის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ. მიზეზი წყალმომარაგების სისტემაზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებია.  

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით მიაწოდეს.