ქობულეთის მოსახლეობა სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობას ითხოვს

09 დეკ 2018

სასაფლაოს მოწესრიგებას ითხოვენ ქობულეთში. საუბარია ფიჭვნარში არსებულ სასაფლაოზე, თუმცა მოსაწესრიგებელია მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებული მეორე სასაფლაოც.

ითხოვენ წყლის მიყვანას, განათებების დამონტაჟებას, დალაგებას, შემოღობვას და ურნების განთავსებას - ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა საკრებულოს ჯერ კიდევ 2016 წელს მიმართეს პეტიციით. მას შემდეგ მერია ფიქრობს - როგორ გადაჭრას პრობლემა. ცნობისთვის, მოქალაქეებმა მოთხოვნა და შენიშვნები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისასაც დააფიქსირეს. თანხა სასაფლაოს ინფრასტრუქტურისთვის 2019 წლის ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული.