ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილ ამინდს, მალე ძლიერი ქარი და წვიმა შეცვლის

10 დეკ 2018

დღეს, 11 დეკემბრს დღის ბოლოს ამინდი მკვეთრად გაუარესდება და ტემპერატურა დაიკლებს.

დღის მეორე ნახევრიდან აჭარაში, როგორც სანაპირო ასევე მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი. ზამთრის კურორტებზე კი (გომარდული, გოდერძის უღელტეხილი) თოვლი და ქარბუქი.

ზღვაზე 2 ბალიანი ღელვა დაფიქსირდება. საზღვაო ტრანსპორტისთვის ხილვადობა შეზღუდული იქნება.

არამდგრადი და ცივი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.