შენიშვნები აჭარის ჯანდაცვის 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით

10 დეკ 2018

მილიონი ლარით იზრდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალი წლისთვის. თანხა ახალ მიმართულებებზე გადანაწილდება, მათ შორისაა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და გაფანტული სკლეროზის მკურნალობა.

ფართოვდება ბავშვთა სარეაბილიტაციო  და მარტოხელა დედების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამები. ორი ახალი პროგრამა ემატება სოციალურ მიმართულებასაც.

მიუხედავად სიახლეებისა, ოპოზიციას აქვს რამდენიმე შენიშვნა სოციალური მიმართულებით, საუბარია ე.წ. ოცნების ქალაქის გადაუჭრელ პრობლემასა და ეკომიგრანტების საჭიროებებზე.