მაღალმთიან აჭარაში მოთოვა - 350 ოჯახს ელექტროენერგია გაეთიშა

12 დეკ 2018

მაღალმთიან  აჭარაში,  გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია, დაბაში კი 2-3 სანტიმეტრია. ამ დროისთვის დენის გარეშეა დარჩენილი 350-მდე ოჯახი დანისპარაულისა და ხიხაძირის ხეობის სოფლებში. ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშაობენ ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' ბრიგადები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თოვლის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და უმოკლეს დროში მოხდება სადენების აღდგენა.

თოვლს პრობლემა არ შეუქმნია გადაადგილების მხრივ,  მუშაობს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება.